среда, 29 февраля 2012 г.

             არქიტექტურაშენობა-ნაგებობათა დაპროექტებისა და დიზაინის ხელოვნება და მეცნიერება. უფრო ვრცელი გაგებით არქიტექტურა ასევე მოიცავს მთელი სამშენებლო კომპლექსისა და მისი გარემოს დიზაინს, ანუ მაკრო დონიდანურბანული დაგეგმარება, ურბანული დიზაინი და ანორამული არქიტექტურა, მიკრო დონემდე  ინტერიერისა და ავეჯის შექმნის ჩათვლით. არქიტექტურული დიზაინი ითვალისწინებს, როგორც მშენებლისთვის ღირებულებასა და საინჟინრო თვალსაზრისით მართებულობას, ასევე მომხმარებლისთვის ფუნქციონალურ და ესთეტიურ მნიშვნელობას.
             წარმატებული ქალაქგეგმარება ყურადღებას ამახვილებს "შინაურ" ხასიათზე და "ადგილის შეგრძნებაზე", ბუნებრივი, ხელოვნებისა და ისტორიული მემკვიდრეობის პატივისცემაზე, ფეხით მოსიარულეთა და ტრანსპორტის სხვა საშუალებების ორგანულ შერწყმაზე, და მისთ.

ზოგიერთი ურბანისტის აზრით შუასაუკუნეების მოედანი და არკადა წარმატებული ურბანული დიზაინის ყველაზე მომხიბვლელი ელემენტებია, რასაც ამტკიცებს იტალიური ქალაქების სიენასა და ბოლონიის გარემო.

თუმცა ქალაქების თავიდან დაგეგმვის შანსი იშვიათია, ქალაქმგეგმარება მნიშვნელოვანია ქალაქების ზრდის მართვისთვის, ისეთი ხელსაწყოების გამოყენებით, როგორიცაა ზონირება, მიწის გამოყენების მართვა, ასევე ზრდის მართვის ტექნიკა განვითარების ტემპების მართვისთვის. ისტორიული ანალიზი ცხადყოფს, რომ ამჟამად ყველაზე ლამაზად მიჩნეული ქალაქები ხანგრძლივი, ინტენსიური აკრძალვების სისტემის შედეგია შენობების ზომების, გამოყენებისა და მახასიათებლების მხრივ. ეს აკრძალვები საკმარის თავისუფლებას იძლეოდა, თუმცა აიძულებდა მშენებლებს გარკვეული სტილი, უსაფრთხოების ზომები და მასალა გამოეყენებინათ. მრავალი ისტორიული დაგეგმვის ტექნიკა ამჟამად ახლებურად იაზრება და თანამედროვე ფორმით გამოიყენება, მას "გააზრებულ ზრდას" (smart growth) უწოდებენ.

არსებობს ჩასახვიდან დაგეგმილი რამდენიმე ქალაქი, და თუმცა შედეგი ხშირად განსხვავდება წინასწარ დაგეგმილისგან, თავდაპირველი გეგმა მაინც თვალსაჩინოდ რჩებაქალაქგეგმარება გზის გამკვალავია ქალაქთმშენებლობის საწარმოებლად, რამეთუ პრიორიტეტების ჩამოყალიბება სწორედ ამ ეტაპზე ხდება. აქვე წარმოებს ქვეყნის ამა თუ იმ თემის განვითარების ლოკალური პოლიტიკის დასახვა და მისი კომპლექსური შეჯერება მეცნიერების სხვა დარგებთან. ამას მოყვება ქალაქების, თემების, ანაც მათი ნაწილების მდგრადი განვითარების ჩარჩო პირობების შექმნა და განტკიცება.

ისტორიულად ურბანული განვითარება ხშირად სპონტანური, ქაოტური მოვლენა იყო, ვინემ გაწონასწორებული დაგეგმვის პროცესი. თუმცა გამიზნულად დაგეგმილი ან მართული ქალაქებისა და დასახლებების მაგალითები ანტიკურ ხანამდეც არსებობდა. ძვ. წ. 2600 წლისთვის ინდუსის ხეობის ცივილიზაციის ჰარაპანის ზოგიერთი დასახლება ქალაქად იქცა და მათი მოსახლეობა ათასებს აჭარბებდა. ზოგიერთი ამ ქალაქთაგანი აგებული იყო კარგად-გათვლილი გეგმის მიხედვით. ისეთი ქალაქების, როგორიცაა მოჰენიო-დარო და ჰარაპა, ქუჩები მოკირწყლული იყო და მართკუთხად იყო განლაგებული იერარქიის მიხედვით (კომერციული ბულვარებითა და მცირე სახოვრებელი ხეივნებით), დღევანდელი ნიუ-იორკის მსგავსად. სახლები დაცული იყო ხმაურის, სუნისა და ქურდებისგან, ჰქონდა საკუთარი ჭები და სანიტარული კვანძები. ამგვარ ქალაქებს ჰქონდა კანალიზაცია, დრენაჟი, ვრცელი სასაწყობო მეურნეობა,წყლის რეზერვუარები და კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა.
ძველი რომაელები ქალაქგეგმარებაში კონსოლიდირებულ სქემას იყენებდენენ, რომელიც სამხედრო თავდაცვისა და სამოქალაქო ხელსაყრელობისთვის იყო განვითარებული. მარტივი გეგმა შედგება ცენტრალური მოედნისგან საქალაქო მომსახურების ობიექტებით, რომელსაც გარს აკრავს კომპაქტური ქუჩების მართკუთხა წრფიული ქსელი. მთელ დასახლებას შემორტყმული აქვს ქვის გალავანი თავდაცვისთვის. მგზავრობის დროის შესამცირებლად ორი დიაგონალური ქუჩა კვეთს მართკუთხა ქსელს კუთხიდან კუთხემდე, ცენტრალური მოედნის გავლით. როგორც წესი, ქალაქში გაედინება მდინარე, წყლისა და ტრანსპორტისთვის, რომელსაც ასევე გააქვს კანალიზაციის ნარჩენები, ალყის პირობებშიც კი. მრავალი ევროპული ქალაქი დღემდე ინარჩუნებს წყობის ამგვარ სქემას 


вторник, 15 ноября 2011 г.

ხელოვნება ჩვენს გარშემო

პროექტის სახელწოდება:
ხელოვნება ჩვენს გარშემო.
პროექტის მთავარი იდეა:
მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ინფორმაცია ურბანისტული არქიტექტურის, ანუ ქალაქთმშენებლობის შესახებ.
,,შენების ხელოვნება"
პროექტის აქტუალობა:
ეს პროექტი აქტუალურია იმით რომ მოსწავლეები გაეცნობიან ქალაქმშენებლობისა და ლანდშაფტური არქიტექტურის შესახებ იმფორმაციას. შეიტყობენ რომ არქიტექტორების გარდა შენობებზე მუშაობენ ინჟინრები, გეოლოგები, საშენი მასალი სპეციალისტები.
პროექტის მიზნები:
ნაგებობის ფუნქციურ დანიშნულებაზე,არქიტექტურის ძირითად დარგებზე მსჯელობის,, კრიტიკული აზროვნებისა და არგუმენტირებული მსჯელობის არქიტექტურული და საკომუნიკაციო უნარ–ჩვევების განვითარება.
მონაწილეთა ასაკი:
11წლის
ვადები/ხანგრძლივობა:
2 კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეება შექმნიან ბლოგს რომელზეც განათავსებენ მოპოვებულ ინფორმაციას.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
6კლასის ხელოვნების სახელმძღვანელო, კომპიუტერი და ინტერნეტი. 
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
კლასში,თემის შერჩევის შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვ ჩამოთვალონ მათ ქალაქში აგებული შენობები და გაუზიარონ ერთმანეთს შთბეჯდილებები: რომელი შენობა მოსწონთ განსაკუთრებით. დავსვამ შემდეგ კითხვებს: სმენიათ თუ არა რამე  ურბანისტული არქიტექტურის შესახებ. ჩამოვაყალიბებ  ჯგუფს. რომელსაც ეყოლება ლიდერი, ლიდერს დაექვემდებარებიან დანარჩენები. ჯგუფს დავავალებ ინფორმაციის მოძიებას ურბანისტული არქიტექტურის შესახებ. მოსწავლეების შეფასებისას დაკვირვების ობიექტი იქნება:  მოსწავლეთა ჩართულობა პროექტში, ინფორმაციის მოძიება და ამ ინფორმაციის გაზიარება სხვებისთვის.
მოსწავლეებს შევაფასებ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:.ს.გ.VI.2.   მოსწავლეს შეუძლია იზანმიმართულად აირჩიოს და შემოქმედებითად გამოიყენოს სხვადასხვა მასალა, ტექნიკა და პროცედურა ნამუშევრის  შექმნისასს.გ.VI.5.  მოსწავლეს შეუძლია  დაგეგმს და შეასრულსხვადასხვა სახის სამუშაოს.გ.VI.6.   მოსწავლეს შეუძლია გუნდში მუშაობა შემოქმედებითი და საორგანიზაციო პრობლემების გადასაჭრელად.
ს.გ.VI.13.   მოსწავლე აცნობიერებს, რა როლს ასრულებს ხელოვნება საზოგადოების ცხოვრებაში.
ამ პროეტზე მუშაობისას მოსწავლეები შეძლებენ საგანთაშორის კავშირს. მაგ: ხელოვნება და ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. კერძოდ, ისტ–ის საშუალებით მოიძიებენ ინფორმაციას და ფოტოებს. 
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი)
ანა გულდამაშვილი:
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
guldamashvili.ana26@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:
guldamashvili.blogspot.com