среда, 29 февраля 2012 г.

             არქიტექტურაშენობა-ნაგებობათა დაპროექტებისა და დიზაინის ხელოვნება და მეცნიერება. უფრო ვრცელი გაგებით არქიტექტურა ასევე მოიცავს მთელი სამშენებლო კომპლექსისა და მისი გარემოს დიზაინს, ანუ მაკრო დონიდანურბანული დაგეგმარება, ურბანული დიზაინი და ანორამული არქიტექტურა, მიკრო დონემდე  ინტერიერისა და ავეჯის შექმნის ჩათვლით. არქიტექტურული დიზაინი ითვალისწინებს, როგორც მშენებლისთვის ღირებულებასა და საინჟინრო თვალსაზრისით მართებულობას, ასევე მომხმარებლისთვის ფუნქციონალურ და ესთეტიურ მნიშვნელობას.
             წარმატებული ქალაქგეგმარება ყურადღებას ამახვილებს "შინაურ" ხასიათზე და "ადგილის შეგრძნებაზე", ბუნებრივი, ხელოვნებისა და ისტორიული მემკვიდრეობის პატივისცემაზე, ფეხით მოსიარულეთა და ტრანსპორტის სხვა საშუალებების ორგანულ შერწყმაზე, და მისთ.

ზოგიერთი ურბანისტის აზრით შუასაუკუნეების მოედანი და არკადა წარმატებული ურბანული დიზაინის ყველაზე მომხიბვლელი ელემენტებია, რასაც ამტკიცებს იტალიური ქალაქების სიენასა და ბოლონიის გარემო.

თუმცა ქალაქების თავიდან დაგეგმვის შანსი იშვიათია, ქალაქმგეგმარება მნიშვნელოვანია ქალაქების ზრდის მართვისთვის, ისეთი ხელსაწყოების გამოყენებით, როგორიცაა ზონირება, მიწის გამოყენების მართვა, ასევე ზრდის მართვის ტექნიკა განვითარების ტემპების მართვისთვის. ისტორიული ანალიზი ცხადყოფს, რომ ამჟამად ყველაზე ლამაზად მიჩნეული ქალაქები ხანგრძლივი, ინტენსიური აკრძალვების სისტემის შედეგია შენობების ზომების, გამოყენებისა და მახასიათებლების მხრივ. ეს აკრძალვები საკმარის თავისუფლებას იძლეოდა, თუმცა აიძულებდა მშენებლებს გარკვეული სტილი, უსაფრთხოების ზომები და მასალა გამოეყენებინათ. მრავალი ისტორიული დაგეგმვის ტექნიკა ამჟამად ახლებურად იაზრება და თანამედროვე ფორმით გამოიყენება, მას "გააზრებულ ზრდას" (smart growth) უწოდებენ.

არსებობს ჩასახვიდან დაგეგმილი რამდენიმე ქალაქი, და თუმცა შედეგი ხშირად განსხვავდება წინასწარ დაგეგმილისგან, თავდაპირველი გეგმა მაინც თვალსაჩინოდ რჩებაქალაქგეგმარება გზის გამკვალავია ქალაქთმშენებლობის საწარმოებლად, რამეთუ პრიორიტეტების ჩამოყალიბება სწორედ ამ ეტაპზე ხდება. აქვე წარმოებს ქვეყნის ამა თუ იმ თემის განვითარების ლოკალური პოლიტიკის დასახვა და მისი კომპლექსური შეჯერება მეცნიერების სხვა დარგებთან. ამას მოყვება ქალაქების, თემების, ანაც მათი ნაწილების მდგრადი განვითარების ჩარჩო პირობების შექმნა და განტკიცება.

ისტორიულად ურბანული განვითარება ხშირად სპონტანური, ქაოტური მოვლენა იყო, ვინემ გაწონასწორებული დაგეგმვის პროცესი. თუმცა გამიზნულად დაგეგმილი ან მართული ქალაქებისა და დასახლებების მაგალითები ანტიკურ ხანამდეც არსებობდა. ძვ. წ. 2600 წლისთვის ინდუსის ხეობის ცივილიზაციის ჰარაპანის ზოგიერთი დასახლება ქალაქად იქცა და მათი მოსახლეობა ათასებს აჭარბებდა. ზოგიერთი ამ ქალაქთაგანი აგებული იყო კარგად-გათვლილი გეგმის მიხედვით. ისეთი ქალაქების, როგორიცაა მოჰენიო-დარო და ჰარაპა, ქუჩები მოკირწყლული იყო და მართკუთხად იყო განლაგებული იერარქიის მიხედვით (კომერციული ბულვარებითა და მცირე სახოვრებელი ხეივნებით), დღევანდელი ნიუ-იორკის მსგავსად. სახლები დაცული იყო ხმაურის, სუნისა და ქურდებისგან, ჰქონდა საკუთარი ჭები და სანიტარული კვანძები. ამგვარ ქალაქებს ჰქონდა კანალიზაცია, დრენაჟი, ვრცელი სასაწყობო მეურნეობა,წყლის რეზერვუარები და კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა.
ძველი რომაელები ქალაქგეგმარებაში კონსოლიდირებულ სქემას იყენებდენენ, რომელიც სამხედრო თავდაცვისა და სამოქალაქო ხელსაყრელობისთვის იყო განვითარებული. მარტივი გეგმა შედგება ცენტრალური მოედნისგან საქალაქო მომსახურების ობიექტებით, რომელსაც გარს აკრავს კომპაქტური ქუჩების მართკუთხა წრფიული ქსელი. მთელ დასახლებას შემორტყმული აქვს ქვის გალავანი თავდაცვისთვის. მგზავრობის დროის შესამცირებლად ორი დიაგონალური ქუჩა კვეთს მართკუთხა ქსელს კუთხიდან კუთხემდე, ცენტრალური მოედნის გავლით. როგორც წესი, ქალაქში გაედინება მდინარე, წყლისა და ტრანსპორტისთვის, რომელსაც ასევე გააქვს კანალიზაციის ნარჩენები, ალყის პირობებშიც კი. მრავალი ევროპული ქალაქი დღემდე ინარჩუნებს წყობის ამგვარ სქემას